იცით თუ არა, რომ?!
1. „ძაღლის შვილები” – ასეთი მრავლისმეტყველი თიკუნით მოიხსენიებდა იმთავითვე მეხიკოს ველის აბორიგენი მოსახლეობა – აცტეკებს (ცნობისათვის, მეხიკოს ველებზე აცტეკები პირველად XII საუკუნეში შეიჭრნენ ჩრდილოეთიდან). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. კოსმოსური სივრცის კვლევის ამერიკულ სააგენტოს – „ნასა”-ს გააჩნია სპეციალური ნუსხა, სადაც ჩამოწერილია კოსმოსური აპარატების დეტალების ზუსტი სახელწოდებები, რომლითაც შემდგომ ხშირად სარგებლობენ თანამედროვე მწერალი-ფანტასტები.
* * *
3. ახლადდაბადებული დათვის ბელის საშუალო წონა – 500 გრამამდე მერყეობს.
* * *
4. კეტჩუპის დასამზადებლად საჭირო ორიგინალური რეცეპტი – პომიდორს არ შეიცავს.
* * *
5. ბელგიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ლუქსემბურგის პროვინცია, თავის სახელგანთქმულ თანამოსახელე ქვეყანაზე – ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, მთელი 70 პროცენტით დიდია ტერიტორიულად. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ზღვისა და ოკეანის წყლებში მოსაქმება პორტუგალიაში კანონით არის აკრძალული.
* * *
7. ყველაზე მეტ ფილმს ყოველწლიურად ინდური კინოინდუსტრია – „ბოლივუდი” იღებს. ამ მხრივ მეორე ადგილს თვით ამერიკულ „ჰოლივუდსაც” კი არ უთმობს ნიგერიული კინემატოგრაფია, რომლის სახელწოდებაც გახლავთ – „ნოლივუდი”.
* * *
8. მეცნიერთა მტკიცებით, ბუ ერთადერთი ფრინველია, რომელიც ჯურჯ ფერს არჩევს.
* * *
9. მეცნიერება, რომელიც კოცნის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფუნდამენტურ საფუძვლებს შეისწავლის – „ფილემატოლოგია” ეწოდება.
* * *
10. სიტყვა „მომენტი” – ძველ ინგლისურ დროის საზომ ერთეულს წარმოადგენდა და აღნიშნავდა 1 წუთსა და 30 წამს. – (ავტორი გენია.ჯი)