აკაცია – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული თქმულება ირწმუნება, რომ იესო ქრისტეს მოწამეობრივი „ეკლის გვირგვინი” დამზადებული იქნა მიმოზისებრთა ქვეოჯახის წარმომადგენელი მცენარისაგან – აკაციისაგან. დღეისათვის ბუნებაში აკაციის 1 000-მდე სახეობაა გავრცელებული და მათი უდიდესი ნაწილი მასიური და ბასრი ეკლებით არის დაფარული. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც უწოდა თავის დროზე მას დიდმა ძველ ბერძენმა ნატურალისტმა – პედანიოს დიოსკორიდოსმა – „ეკლიანი ხე”. ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის მოყვარულ აკაციას ერთი ფრიად უცნაური თვისება ახასიათებს, რაც მის უსაფრთხოებასთან და თავის დაცვის ინსტიქთან არის დაკავშირებული.
ცნობილია, რომ აკაცის „მადისამღძვრელი” ფოთლები განსაკუთრებით იზიდავთ გრძელკისერა ჟირაფებს. შესაბამისად, ადამიანის გარდა მის მტრებად ბუნებაში ჟირაფებიც განიხილებიან. მტრისაგან მომავალ საფრთხეს კი ეს უნიკალური მცენარე ერთობ უჩვეულო მეთოდით არიდებს თავს: ასეთ შემთხვევაში იგი გამოყოფს და ჰაერში უშვებს ეთილს (მფრინავ ორგანულ ქიმიურ პროდუქტს), რომელიც სხვა აკაციებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წინასწარ აწვდის ერთგვარ ინფორმაციას. სწორედ ამის შემდგომ იწყებენ აკაციათა ფოთლები მასიურად – ტანინის გამოყოფას. ტანინიანი ფოთლების ზედმეტი რაოდენობით დანაყრება კი ჟირაფისათვის შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. თავის მხრივ, ეს კარგად უწყიან მათ, რის გამოც შეძლებისდაგვარად ერიდებიან ტანინის შემცველი აკაციის სურნელოვანი ფოთლებით დანაყრებას, და მითუმეტეს, უნორმოდ დანაყრებას. – (ავტორი გენია.ჯი)