“ჰაიძინი”

“ჰაიძინი” - იაპონური თარგმანით აღნიშნავს – “ჰაიკუს პოეტს”.ჰაიძინებად მოიხსენიებენ ისეთ პოეტებს,რომელთა შემოქმედება სრულყოფილად,ნაწილობრივ ან მნიშვნელოვნად დაკავშირებულია “ჰაიკუს” ჟანრის შემოქმედებასთან (ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე,კლასიკური პოეზიის ფორმა იაპონიაში).ასევე მათ ვინც რაიმე წვლილი დაიდო ამ ჟანრის განვითარებაში. (ავტორი გენია.ჯი) ასეთ პოეტთა კატეგორიაში მოიხსენიებენ არა მარტო იაპონელ პოეტებს,არამედ სხვა ეროვნების პოეტებსაც,რომელთა შემოქმედებაც რაღა თქმა უნდა სხვა ენაზე იწერება.აღნიშნული კატეგორიის პოეტებს – “ჰაიძინებად”,ამ ჟანრის “მამამთავრის”,იაპონელი პოეტის და პოეზიის თეორიტიკოსის – მაცუო ბასიოს (1644-1694 წლები) შემოქმედებითი პერიოდის – XVII საუკუნის შემდეგ მოიხსენიებენ – დღემდე.მიზანშეწონილობა,იმისა,რომ შეეკრიბათ “ჰაიკუს” ჟანრის პოეტების შემოქმედება,უფრო აქტუალური XX საუკუნის შუანახევრიდან გახდა,მას შემდეგ,რაც “ჰაიკუ” საერთაშორისო პოეზიის ჟანრად იქცა და სხვადასხვა ქვეყნების ლიტერატურულ კულტურაში ჰპოვა გავრცელება.დღესდღეობით “ჰაიძინი პოეტები” არა მარტო იაპონიაში,არამედ მის საზღვრებს გარეთაც მრავლად მოღვაწეობენ და ამდიდრებენ “ჰაიკუს” ჟანრის პოეზიას. (ავტორი გენია.ჯი)