სიმონ ბოლივარი – „ეპიზოდი”
არავის ისე მძაფრად არ გაუკრიტიკებია სამხრეთ ამერიკის რიგი ქვეყნების მიერ ეროვნულ გმირად შერაცხილი ვენესუელელი სახელმწიფო მოღვაწე – სიმონ ბოლივარი (1783-1830 წლები), როგორც ის „მარქსიზმის” გერმანელმა ფუძემდებელმა – კარლ მარქსმა გააკრიტიკა. (ავტორი გენია.ჯი) „ყველაზე ბილწი, ყველაზე ლაჩარი, ყველაზე სამარცხვინო ნაძირალა…” – ეს გახლდათ ეპითეტები, რომლებითაც ხშირად ამკობდა ბოლივარს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე. მარქსის აზრით, ბოლივარი წარმოადგენდა პროვინციელ ფეოდალს, რომელიც ინგლისელი კაპიტალისტების მიერ იქნა გამოყენებელი თავიანთი მიზნების მისაღწევად.
გერმანელმა ფილოსოფოსმა, რომელმაც შესანიშნავად უწყოდა სიმონ ბოლივარის წარსული, 1858 წელს გამოაქვეყნა ვენესუელელი განმათავისუფლებლის შესახებ დაწერილი ბიოგრაფია, სადაც მხოლოდ მშრალი, თუმცა-კი რეალობასთან ყველაზე ახლოს მდებარე უამრავი ფაქტია გადმოცემული სიმონის განვლილი ცხოვრებიდან.
ბოლივარის მიერ ჩადენილი მოღალატეობრივი აქტის გარდა (აჯანყებული ვენესუელელი ხალხის ბელადი – ფრანსისკო მირანდა გადასცა ესპანელებს), ბიოგრაფიაში სხვა უამრავი საინტერესო ისტორიაცაა მოთხრობილი ამ უკიდურესად პატივმოყვარე კაცის შესახებ. ასე მაგალითად: დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ვენესუელის დედაქალაქის – კარაკასის განთავისუფლების შემდეგ, იგი ქალაქში ისეთივე ტრიუმფით შევიდა, როგორც ოდესღაც შედიოდნენ რომში ავგუსტუსები და ტიბერიუსები: მის მოოქროვილ და ძვირფას ეტლში ცხენების ნაცვლად გაბმული იყო გავლენიან კარაკასელთა ოჯახებიდან გამომავალი 12 ახალგაზრდა ქალი…
მარქსის გამაოგნებელი ცნობების დღემდე არ სჯერათ ჩრდილოეთ ამერიკაში, რის გამოც მას სიმონ ბოლივარის მხარდამჭერები – „უმეცრად” მოიხსენიებენ. – (ავტორი გენია.ჯი)
კარლ მარქსი