რენე დეკარტი – „ეპიზოდი”
ანალიტიკური გეომეტრიის გენიალური ფრანგი ფუძემდებელი, მეცნიერი და ფილოსოფოსი – რენე დეკარტი (1596-1650 წლები), ყოველთვის ცდილობდა ახლო და მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა თავისი დროის გავლენიან, მდიდარ და ცნობილ ქალბატონებთან. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: იგი მეგობრობდა შვედეთის უმშვენიერეს დედოფალთან – კრისტინასთან, ინგლისიდან დევნილ პრინცესა ელისაბედთან და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, იგი ისე აღესრულა, რომ ოფიციალურ ქორწინებაში არასოდეს ყოფილა. მიზეზი, რის გამოც ფრანგი სწავლული არ ქორწინდებოდა, ცნობისმოყვარე საზოგადოებაში განსჯის საგნად იქცა. ერთნი სხვა ვერსიას თხზავდნენ აღნიშნული გარემოების შესახებ, მეორენი სხვას. თუმცა ზუსტი მიზეზი, რის გამოც დეკარტი არ დაქორწინებულა, დღემდე უცნობია.
აქვე უცილობლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება დეკარტის ერთ უცნაურობაზე. მამაკაცთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, მას ქალის სილამაზისა და მშვენიერების სხვაგვარი საზომი სტანდარტი გააჩნდა. კერძოდ, ფრანგ სწავლულს მხოლოდ და მხოლოდ – ელამი მანდილოსნები მოსწონდა, რასაც შვედეთის დედოფლისადმი მიწერილ წერილებშიაც ადასტურებდა. კრისტინასადმი მიწერილ წერილში იგი გულწრფელად აღიარებდა, რომ ელამი ქალები პატარაობიდანვე იწვევდნენ მასში დიდ ინტერესსა და მოწონებას. – (ავტორი გენია.ჯი)