დავით კლდიაშვილი – „ეპიზოდი”
რუსეთის იმპერიის არმიის ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი – დავით კლდიაშვილი (1862-1931 წლები), 1882 წლის შემდეგ სამხედრო სამსახურს ბათუმში გადიოდა. 1905-1907 წლების ბათუმში, ისევე როგორც სხვა უამრავ ქალაქში იმპერიისა, მეფის ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხის გამოსვლები დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იმ პერიოდში უბრძანა იმპერიის არმიის სარდლობამ დავითს უიარაღო თანამემამულე დემონსტრატებისთვის გაეხსნა ცეცხლი, და სწორედ მაშინ აუჯანყდა პირველად იგი თავის სამხედრო მუნდირს: დიდმა ქართველმა მამულიშვილმა უარი განაცხადა სასტიკი და უსამართლო ბრძანების აღსრულებაზე.
დავითის ურჩმა ქმედებამ მთავარსარდლობა უკიდურესად განარისხა. შედეგად, ზემდგომმა ვეზირიშვილმა მას უმალვე მოსთხოვა ახსნა-განმარტების დაწერა, თუ, რა იყო მიზეზი იმისა, რის გამოც იგი ბრძანებას არ დაემორჩილა. თავადაც არანაკლებ განრისხებული კლდიაშვილი კი, არ მოერიდა მასზედ სამხედრო წოდებით დაწინაურებულს და თავისი სათქმელი უმალვე პირში მიახალა – „მე, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ჩემს სინდისს ვუსმენ და მერე თქვენს მიერ გამოცემულ გიჟურ ბრძანებებსო”.
დავითი სამსახურიდან, რაღა თქმა უნდა, დაითხოვეს… – (ავტორი გენია.ჯი)