ვლადიმერ მაიაკოვსკი – „ეპიზოდი”
საქართველოში დაბადებული საყოველთაოდ ცნობილი რუსი პოეტის – ვლადიმერ მაიაკოვსკის პროფესიით „მეტყევე” მამა – ვლადიმერ კონსტანტინეს ძე მაიაკოვსკი, სისხლის მოწამვლის შედეგად წარმოქმნილ გარემოებას ემსხვერპლა 1906 წელს. რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეული გახლდათ იმ უბრალო მიზეზით, რასაც თითში ნემსის უნებლიე შერჭობა ჰქვია. (ავტორი გენია.ჯი) „პატარა ჭრილობა” პოეტის მამამ არად ჩააგდო, რის გამოც იარაში ინფექცია შეეჭრა. შედეგი სავალალო დადგა, ერთი შეხედვით ძალიან უბრალო და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო შემთხვევას – ვლადიმერ მაიაკოვსკი „უფროსი” ემსხვერპლა.
მას შემდეგ პოეტს საშინლად შესძულდა ყოველგვარი ნემსი, ქინძისთავი თუ თმისსამაგრი. გარდა ამისა, მაიაკოვსკის შეეყარა – ბაქტერიოფობიაც, რომელიც მას მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში სტანჯავდა. სწორედ რომ ბაქტერიების შეყრის დაუძლეველი შიში გახლდათ ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ატარებდა მუდმივად ხელთათმანებს ვლადიმერი, მიუხედავად სეზონისა. – (ავტორი გენია.ჯი)
ვლადიმერ კონსტანტინეს ძე მაიაკოვსკი (პოეტის მამა)