ოთარ ჭილაძე წერდა…
„მშობლის მიერ ერთხელ უკვე განვლილ გზას, ძალიანაც რომ მოინდომოს, ძალაც რომ მოსდევდეს საამისოდ, ვეღარავინ გაივლის ხელმეორედ, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, ამქვეყნიდან ყველა თავის გზიანად რომ ქრება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განა ყოველთვის უნებურად არ მჟღავნდება ის, რასაც შეგნებულად, საგულდაგულოთ ვმალავთ?”
* * *
„ფული ჯანდაბას, თქვენ ისა თქვით, სხვაგანაც თუ არ არის ღმერთი”.
* * *
„უწარწერო საფლავის ბინადარი არარაობაა, გინდაც არ გაჩენილიყოს საერთოდ, არ ეცხოვროს, არ ეღელვოს, არ ეტიროს, არ ეშფოთოს, არ ეწკავწკავოს, ვიდრე ნეშტად იქცეოდა”.
* * *
„ცხოვრება თუ გინდა, უნდა დაამტკიცო კიდეც, ღირსი რომ ხარ ცხოვრებისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პატივისცემა და მოკრძალება ყველა უმცროსს უნდა ჰქონდეს უფროსის მიმართ; უნდა ჰქონდეს, მაგრამ უმცროსის ბრალია თუ უფროსისა, ჯერჯერობით, მხოლოდ პირიქით ხდება”.
* * *
„განა, რაც შეუძლია, ყველაფერი უნდა გააკეთოს კაცმა?”
* * *
„უკუღმართ ბედთან ადამიანი მუდმივ ჭიდილშია”.
* * *
„ზოგს ისიც ვერ შეუგნია, თავისუფლება ბრძოლის უფლება რომაა და მეტი არაფერი”.
* * *
„ვის რა ესაქმება ჩემს პირად ცხოვრებასთან?!” – (ავტორი გენია.ჯი)