„Daily Mail” – (ეპიზოდი)
საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ყოველდღიური ინგლისური გაზეთის – „Daily Mail”-ის რედაქცია 1923 წელს ეჭვში ჩავარდა იმის გამო, რომ კონკურენტი გაზეთი, სახელწოდებით – „Daily Standard”, მუდმივად ეწეოდა ახალი ამბების ასლირებას მათი გაზეთიდან. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის, რომ თავიანთი ეჭვის სისწორეში დარწმუნებულიყვნენ, „დეილი მეილი”-ის სარედაქციო კოლეგიამ გაზეთში სპეციალურად გამოაქვეყნა ყალბი ინფორმაცია (ფეიკ-ნიუსი), თითქოს-და, ერთ-ერთი სამგაზავრო-საზღვაო ხომალდი, სახელად – „სს ვარატა”, რომელიც 1908 წელს მართლაც გაუჩინარდა ოკეანის წყლებში, აღმოჩენილი იქნა 211 მგზავრთან ერთად ანტარქტიდის ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებთან… მეორე დღეს, ზუსტად იგივე სახის ინფორმაცია გავრცელდა „დეილი მეილი”-ს კონკურენტ გაზეთშიაც, თუმცა ერთადერთი განსხვავებით, ერთადერთი დანამატით: „Daily Standard”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ახლადაღმოჩენილი” გემის – „სს ვარატა”-ს კაპიტანთან ჩაწერილი ინტერვიუ გახლდათ ჩამატებული. – (ავტორი გენია.ჯი)