ქუოკა – „ეპიზოდი”
ავსტრალიის კონტინენტსა და მიმდებარე კუნძულებზე გავრცელებულ კენგურუსებრთა გვარის წარმომადგენელი ჩანთოსანი - ქუოკა, ერთი უნიკალური შესაძლებლობით გამორჩეული ცხოველია. (ავტორი გენია.ჯი) გამრავლების შემდგომ ყოველ ჯერზე, მდედრის საშვილოსნოში – ორი ემბიონი ისახება. მათ შორის ერთი მათგანი, ჩვეულებისამებრ იწყებს განვითარებას, მეორე ნაყოფი კი – არა (ასე რომ ვთქვათ, „თვლემას მიეცემა” ხოლმე). როდესაც განვითარებული ემბრიონი საბოლოოდ ჩამოყალიბდება და დაიბადება, მდედრის მუცელში მყოფი მეორე, „ჩათვლემილი” ემბრიონი უმალვე „იღვიძებს” და პირველის მსგავსად იწყებს განვითარებას. შედეგად, იბადება კიდეც. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მუცლად მყოფი ერთი ემბრიონის დაღუპვის შემთხვევაში, მეორე აღარ იწყებს „ჩათვლემის პროცესს” და მის ნაცვლად, თავად ვითარდება. ამიტომაც მოიხსენიებენ მას, როგორც – „სათადარიგო”. – (ავტორი გენია.ჯი)