იცით თუ არა, რომ?!
1. პირველი პანდემია, რომელიც დოკუმენტურად არის დადასტურებული, უძველეს ანატოლიელ ხალხში – ხეთებში დაფიქსირდა ჯერ კიდევ 3 500 წლის წინათ. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ცხენი ყურანში მოხსენიებული არ არის.
* * *
3. ისტორიის ადრეულ ხანაში აზოვის ზღვისა და პონტოს ზღვის სანაპიროებზე მობიბადრე ლეგენდად ქცეულ მებრძოლს ქალებს – ამაძონებს, რომელთაც სკვითები – „მამაკაცების მკვლელებად” მოიხსენიებდნენ, სრული სახედრო პატივით კრძალავდნენ გარდაცვალების შემთხვევაში და საფლავშიაც ისეთ ნივთებს ატანდნენ ხოლმე, რასაც სუსტი სქესის წარმომადგენლებს, როგორც წესი, არ ატანენ ხოლმე. მაგალითად, იარაღს და სამხედრო საჭურველს.
* * *
4. ზამთრის განმავლობაში ზღარბი „ცივსისხლიან” ძილს ეცემა მთელი 120-130 დღე-ღამის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში ფოთლებში გახვეული მისი სხეული ყოველთვის ინარჩუნებს +2 გრადუს-ცელსიუს ტემპერატურას.
* * *
5. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული იტალიური ქალაქის – პომპეის არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ 20 000 მოსახლის მქონე ანტიკური ხანის ქალაქში – 7 საროსკიპო ფუნქციონირებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. იმ რვა ქალიდან, რომლებთანაც თავისი ცხოვრების განმავლობაში რომანტიკული ურთიერთობები აკავშირებდა ადოლფ ჰიტლერს, ოთხმა მათგანმა სხვადასხვა დროს ეცადა თვითმკვლელობის ჩადენა. ორმა იარაღით სცადა სიცოცხლეს გამოთხოვებოდა, ერთმა ფანჯრიდან გადახტა. ევა ბრაუნისაგან განსხვავებით, ვინაც ჰიტლერთან ერთად სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, დანარჩენი სამი მათგანი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
* * *
7. ნაცისტური „სს”-ის შავი ფერის მქონე უნიფორმა და „სს”-ის გერბი, შემუშავებული იქნა ცნობილი გერმანელი მხატვრისა და დიზაინერის – კარლ დიბიჩის მიერ. ფიურერი იმდენად მოიხიბლა „სს”-ის მართლაც რომ ერთობ მოდური უნიფორმით, რომ კარლს დიბიჩს – „პროფესორის” ხარისხში აიყვანა.
* * *
8. ივლისის თვის დადგომისთანავე ნორვეგიაში დგება საყოველთაო დასვენების პერიოდი, რომელსაც სახელიც შესაბამისი აქვს – „შვებულება ყველასათვის”. აღნიშნულ თვეში ნორვეგიელთა 90% დასასვენებლად მიდის. შედეგად, ცარიელდება ქუჩები, საბავშვო ბაღები და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები. იკეტება ოფისები, რის შედეგადაც რაიმე სახის სერვისის მიღება შეუძლებელი ხდება.
* * *
9. ტანისამოსის მწარმოებელი საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარიული ესპანური კომპანია – ზარა, ახალი მოდელის 450 მილიონ ერთეულ ტანისამოსს უშვებს გაყიდვაში ყოველწლიურად.
* * *
10. თეატრში დამკვიდრებული ეტიკეტის თანახმად, მსახიობ-მამაკაცს მაყურებელი „ბრავო”-თი აჯილდოვებს ხოლმე წარმატებული თეატრალური წარმოდგენის დასრულების შემდგომ, მანდილოსან-მსახიობს – „ბრავა”-თი, ხოლო თუკი სცენაზე რამდენიმე მსახიობია წარმოდგენილი, მაშინ მიზანშეწონილია წარმოთქვას სიტყვა – „ბრავი!”. – (ავტორი გენია.ჯი)