ლუი XVI დე ბურბონი – „ეპიზოდი”

საფრანგეთის მეფე – ლუი XVI დე ბურბონი (1754-1793 წლები) იმთავითვე გახლდათ დაავადებული ქრონიკული „სფინქტერის დეფექტით”. ანალური სფინქტერის უკმარისობა გახლდათ სწორედ ის მიზეზი, რის გამოც ფრანგი მონარქი გაზების გაშვებისაგან ვერასდიდებით ვერ იკავებდა თავს, თუნდაც საჯაროდ (მათ შორის უცხოელი დიპლომატების თანდასწრებითაც კი). (ავტორი გენია.ჯი) მეფისათვის ეგზომ შეუფერებელი „ნაკლი”, რაც გაზების მუდმივად ხმამაღლა გამოყოფაში გამოიხატებოდა, დიდი უკმაყოფილების გამომწვევი გარემოება ხდებოდა არა მარტო მის ქვეშევრდომებში, არამედ უცხოელ ელჩებშიაც.

ფრანგი მონარქის მისდაუნებური, თუმცა-კი, თავხედური და უზრდელური „გამოხდომები”, რაღა თქმა უნდა, ყოველივე ამის შემსწრე საზოგადოებაში (მით უფრო უცხოელებში) უკიდურესი შეურაცხყოფის გრძნობას აღძრავდა. უცხოელი დიპლომატები, რომელთათვისაც არაფერი იყო ცნობილი ლუის დაავადების შესახებ, უპატივცემულობაში სდებდნენ მას ბრალს. თუმცა-კი, გულწრფელად აღიარებდნენ, რომ ასეთი ქმედებით უპირველეს ყოვლისა, ლუი თავად აყენებდა საკუთარ თავს შეურაცხყოფას.

რიგი ისტორიკოსების მტკიცებით, ერთ-ერთი მოტივი, რის გამოც ეგზომ შეიძულა ფრანგმა ხალხმა თავიანთი მეფე, სწორედ რომ „სფინქტერის დეფექტში” მდგომარეობდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>