ოტია იოსელიანი წერდა…
„თურმე არაფერი ხდება შემთხვევით და ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც უნდა იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარულს ბედნიერი რომ გაუუბედურებია, ეს კი ვიცი და მისი სიამე ვინმეს შერჩენოდეს – მაგნაირი არაფერი”.
* * *
„ვისაც თავისუფლება, საკუთარი ციხე-გალავანი და კოშკ-გოდოლი უნდა, მკლავიც უნდა ერჩოდეს”.
* * *
„რამდენი ბავშვია, იმდენი ხასიათია და რამდენი ხასიათია – იმდენნაირი მიდგომა და ზუსტი დამოკიდებულება სჭირდება”.
* * *
„ცხოვრებამ ხშირად ჩახმახზე იცის შედგომა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვისაც ხელში ნახევარი პური აქვს
და თავისთვის დასაჯდომი ყურე აქვს,
არც მონა ჰყავს და არც სხვას ემონება,
იმას ქვეყნად რაღა დასამდური აქვს…”
კი მარიგებს, ბებიაჩემივით, ომარ ხაიამი, მაგრამ არც „ნახევარი პური” მაქვს და არც „თავისთვის დასაჯდომი ყურე”, თორემ, ვინ მამაძაღლი დაემდურება ქვეყანას და წუთისოფელს”.
* * *
„შრომის ცეცხლის დანთება ჭირს, თორემ სანამ ჩააქრობდე, მიდექი და ითბე ხელები!”
* * *
„უგვირგვინო მეფე – კაპიკის ფასია”.
* * *
„სიყვარული ხშირად სკოლის მერხიდან იწყება და თუ გოგო და ბიჭი თანაკლასელები არიან, ამას, როგორც ყველა, მასწავლებელიც მაშინვე ამჩნევს, მაგრამ რომ მოდგე და აყვრიდე, ახლავე გამოტყდით, ერთმანეთზე თვალი გიჭირავთ, როგორ ბედავთო! არც ერთი მათგანი, სახჩობელაზეც რომ აიყვანო, არ აღიარებს და ტყუილს იტყვის: პირიქით, ერთმანეთისა არავითარი განსაკუთრებული მეგობრობაც არ გაგვაჩნიაო”.
* * *
„დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვობაში, მით უმეტეს, ამა თუ იმ ხელობას, ან მეცნიერებას ვინ გასწავლის და შენს ნიჭს ვინ საით წარმართავს”. – (ავტორი გენია.ჯი)