თენგიზ ჩალაური წერდა…
„ადამიანის ბედნიერება სწორედ ეგ არის, ყველაზე გულბოროტიც კი სანაქებო და კეთილი კაცის სახელს რომ შეტრფის და შენატრის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ეგრეა: თუ რაიმე იტკინა, „ვაიმე დედაო” – დაიძახებს, თუ გაუკვირდა, ანდა გასაოცარი დაინახა – „ღმერთო დიდებულოო იტყვის, თუნდაც ეშმაკის შვილობილი იყოს”.
* * *
„როცა კაცის ბედი წყდება, ასეთ დროს გულიანმა ქვამაც უნდა ამოიდგას ენა…”
* * *
„მართალია, ერთ მერცხალს გაზაფხული არ მოჰყვება, მაგრამ როცა მთელი გუნდი ჟივჟივებს, ეგ იმას ნიშნავს, რომ დრო შეცვლილა და ჩვენ კი ვერარა გაგვიგია”.
* * *
„ვიდრემდე ქვეყნად ადამიანი იარსებებს, ცხვარიც იქნება და იმ ცხვარს მომვლელი და პატრონიც ეყოლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბევრ მხართეძოზე წამოწოლილს უყვარს უსაქმურობისაგან ნირვანაში ჩავარდნა”.
* * *
„ბავშვობიდან მოყოლებული საოცრად მეშინია სიკვდილის, გარდაუვალის წარმოდგენით ზარდაცემულს ბევრი ღამე მითენებია თეთრად და მიწად ქცევამდე ჩავყოლილვარ ამ ფიქრს, ამიტომაც სხვებივით ხელაღებით არასოდეს დამიქადნია, ვინმეს ან რაიმეს გამო თავისგაწირვა შემიძლია-მეთქი”.
* * *
„ახლა ადამიანი შეძლებით, ქონებით და თანამდებობით ფასობს, სხვას დანარჩენს კი კაცადაც არავინ აგდებს”.
* * *
„ქურდობასა და მამაძაღლობას ყველა თაღლითი იმ იმედით იწყებს, ჩემსას ვერავინ გაიგებსო”.
* * *
„ბევრი გადაჰყოლია სითავხედეს”. – (ავტორი გენია.ჯი)