მურმან ლებანიძე – „არ მიყვარს კაცი – ვარ ლაჩრის ძვირში…”

არ მიყვარს კაცი (ვარ ლაჩრის ძვირში!),

ვის თავის თავი გმირად გამოჰყავს,

მტერს შეუკურთხებს, შედრკება ჭირში

და ფურთხს საკუთარს თვითვე ალოკავს…

* * *

მე რომ ძვირში ვარ ლაჩრის და მურთხის,

ეგ – თავისთავად, მაგრამ სხვა ღუპავს:

ბრალი მისი, რომ ალოკვა ფურთხის

ვინც აიძულა, მასაც არ უყვარს.

კომენტარის დატოვება