ალმასი – „ეპიზოდი”
„გაუტეხელი” – ასეთი გახლავთ ბერძნული წარმომავლობა სიტყვისა – ალმასი. მინერალებს შორის სიმაგრის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე მინერალის სიმტკიცის შესახებ უამრავი ლეგენდაა ხალხში გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ ევროპაში ეს უძვირფასესი ქვა პირველად ჩვ.წ.აღ-მდე VI-V საუკუნეებში გამოჩნდა. თუმცა აქ მეტად საყურადღებოა და საინტერესოა ის გარემოება, რომ ალმასის, როგორც ძვირფასი ქვის გამოყენება, სულ რაღაც ხუთასიოდე წლის წინ დაიწყო ადამიანმა, რადგან მანამდე იუველირები უძლურები იყვნენ დაემუშავებინათ მათ ხელთ არსებული იმ პერიოდის საიუველირო ხელსაწყოებით ეგზომ მტკიცე სახის ძვირფასი მინერალი.
არსებობს ცნობები იმის შესახებაც, ვისაც პირველს ხვდა წილად პატივი, დამუშავებული ალმასისგან მიღებული ბრილიანტის სამკაულით მოეწონებინა თავი. გაგიკვირდებათ და, ალმასისაგან დამზადებული ბრილიანტის სამკაულის პირველი მომხმარებელი, არ გახლდათ – ქალი; იგი გახლდათ მამაკაცი, ბურგუნდიის სახელოვანი ჰერცოგი – შარლ გულადი (1433-1477 წლები)
შარლ გულადი