ფრანც კაფკა – „ეპიზოდი”
გერმანულენოვანი გენიალური ჩეხი ლიტერატორის – ფრანც კაფკას (1883-1924 წლები) სანათესაოში შემავალ მამაკაცთა უდიდესი ნაწილი ყოველთვის მაღალი სიმაღლით იყვნენ გამორჩეულნი. (ავტორი გენია.ჯი) ზოგიერთი მათგანის სიმაღლე ხშირ შემთხვევებში 2 მეტრსაც კი აღწევდა. გარდა სიმაღლისა, ჩეხი მწერლის ნათესავი მამაკაცები დაჯილდოვებულნი იყვნენ თან დაყოლილი ძლიერი ძალ-ღონითაც. სანათესაოსგან განსხვავებით, ზემოაღნიშნული „სიამაყეებით” ნამდვილად არ იკვეხნიდა კაფკა, ვისთვისაც მისი სიმაღლე პრობლემას უფრო წარმოადგენდა, ვიდრე სიამაყის საგანს. იგი ყოველთვის ცდილობდა, რომ თავის ნამდვილ სიმაღლესთან შედარებით უფრო დაბალი გამოჩენილიყო. ჩეხი მწერალი არა მარტო თავისი სიმაღლით იყო უკმაყოფილო, არამედ გარეგნობითაც, რის გამოც ერთხელ და სამუდამოდ შეიძულა ისეთი მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო ნივთი ადამიანისათვის, როგორიც გახლავთ – სარკე. – (ავტორი გენია.ჯი)