„ფრანგული აივანი” – (ეპიზოდი)

„ფრანგული აივანი” – ყოველ საღად მოაზროვნე ადამიანში აღძრავს, ალბათ, რომანტიკულ გრძნობებს: დიდებული ფასადები აივნებისა, სხვადასხვაგვარი მდიდრული ჩუქურთმებით შემკული დაბალი რკინის ცხაურები მოაჯირისა, ქოთნებში ჩარგული მრავალფეროვანი და სურნელოვანი ყვავილოვანი მცენარეები. და იქვე, აივანზე გადმომდგარი მშვენიერებით განთქმული სწორუპოვრად ამაყი ფრანგი ქალი…

ყოველივე ამის ფონზე, ალბათ, რთული წარმოსადგენია ის, რომ, „ფრანგულ აივნებს” დიდი ხნის განმავლობაში არაფერი აკავშირებდა რომანტიკასთან. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა, მისი შემუშავების ისტორია და დანიშნულება, ფრიად „არარომანტიკულ” გარემოებებთან გახლდათ დაკავშირებული… კერძოდ, ისტორიის ადრეულ ეტაპებზე საფრანგეთის ქალაქებში არ ფუნქციონირებდა საკანალიზაციო სისტემა. საქმე რომ „გამარტივებოდა”, მოსახლეობა ფეკალიებს საკუთარი სახლის ფანჯრებიდან ღვრიდა. მამაკაცთა უმრავლესობა კი, თავიანთ ბუნებრივ მოთხოვნილებებს სულაც პირდაპირ ღია ფანჯრებიდან იკმაყოფილებდა. შედეგად, ხშირი იყო ფანჯრიდან უნებლიედ გადავარდნის შემთხვევები, რომლებიც მინიმუმ – სხეულის რომელიმე ნაწილის მოტეხილობით სრულდებოდა. თუმცა, დრო და დრო დგებოდა ფატალური შედეგებიც.

სწორედ რომ ზემოაღნიშნული „არარომანტიკული” გარემოება გახდა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ფრანგმა არქიტექტორებმა შეიმუშავეს აივნის მსგავსი კონსტრუქცია – იატაკიდან ჭერამდე ფანჯარა, რომელიც გარედან ჩაქსოვილი რკინის ცხაურით არის გაფორმებული და გააჩნია ჩვეულებრივი აივნისაგან განსხვავებით, მცირე ზომის ფეხსაბიჯი პლატფორმა. ასეთი სახის ფეხსაბიჯი პლატფორმები მამაკაცებს საშუალებას აძლევდა, ბუნებრივი მოთხოვნილებები ისე დაეკმაყოფილებინათ ფანჯრებიდან, რომ აივნიდან გადავარდნის საფრთხე არ დამუქრებოდათ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>