„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ბავშვობა, სანამ ბავშვი ხარ, მაშინ უნდა ნახო და მერე, მთელი სიცოცხლე, იმით უნდა იცხოვრო. როცა უშოვარია, შოკოლადის მაგიერ, ბალიშა კანფეტს შეჭამ, კანფეტის მაგიერ – ალუჩას, ან ტყის ზღმარტლს, მაგრამ ბურთის მაგიერ საზამთროს და ნესვს ვერ ითამაშებ და უბურთო ბავშვობა, მით უმეტეს ბიჭისთვის, ბავშვობა არაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭკვიანი მგელი თავისი ბუნაგის ახლოს არც ინადირებს, არც ნანადირევს შეჭამს”.
* * *
„დამიჯერეთ, კარგად მოჭორილი ამბავი მშრალ ქრონიკას სჯობია”.
* * *
„ღმერთო ძლიერო, რა სისწრაფით იცვლება შენი ქვეყანა, და რა მალე გვავიწყებ გუშინდელ დღეს!”
* * *
„როცა საქმეზე ფიქრობ, ჭკუას არ დაუჯერო, გულს ჰკითხე. ჭკუას გული სჯობია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წითელი რუსეთი ჩვენთვის ღვთის რისხვაა, თეთრი კი ღვთის კრულვა”. – (მიხეილ ჯავახიშვილი)
* * *
„შიმშილი ისეთი დაუნდობელია, ნიკო ლორთქიფანიძის „უგმირო ტრაგედია” უფრო ადამიანურია…”
* * *
„ასეა: ადამიანი რაც უფრო მეტს აიშვებს, მით მეტს ინდომებს”.
* * *
„რაც წინდაწინ იცი, აღარც მიმზიდველია”.
* * *
„სოფელი ლუკმას გამოილევს და საჭორაოს არა”. – (ავტორი გენია.ჯი)