იცით თუ არა, რომ?!
1. მართვის პირველი მოწმობა ისტორიაში, რომელსაც „მექანიკური ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაძლებლობის სერთიფიკატი” ეწოდა, გაცემული იქნა პარიზში 1893 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სპარტელები ახლდადაბადებულ ჩვილებს წყლის ნაცვლად ნატური ღვინით ბანდნენ.
* * *
3. ტამპლიერთა ორდენის წევრობის კანდიდატს უბიწოების აღთქმის დადება ევალებოდა უცილობლად. შესაბამისად, ტამპლიერთა ორდენის წევრებს ქალებთან კონტაქტი ეკრძალებოდათ.
* * *
4. „მშვიდი ცხოვრება გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ფული”. – ეს გახლავთ ერთგვარი დევიზი სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ვაორანის ინდიელი ხალხისა.
* * *
5. თავისი პროდუქციის საწარმოებლად, პირველი საკერავი მანქანა გერმანული ტრანსნაციონალური კომპანიის – „ადიდასის” ფუძემდებელმა – ადოლფ დასლერმა, საკუთარი ველოსიპედის ნაწილებისაგან ააწყო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. პირველი ადამიანი, ვინაც საკუთარ თავს ფოტო-სურათი გადაუღო, „ფოტო-ჟურნალისტიკის მამად” წოდებული XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი – მეთიუ ბრეიდი გახლდათ.
* * *
7. წიგნი, სახელწოდებით – „რაზე ფიქრობენ მამაკაცები, სექსის გარდა”, რომლის ავტორიც გახლავთ ინგლისელი მწერალი – შერიდან სიმოვი, სულ რაღაც ორიოდე ცარიელი ფურცლისაგან შედგება, რაც დამეთანხმებით, რომ ბევრის მეტყველი ფაქტია.
* * *
8. სიტყვა – „ვირუსი”, ლათინური თარგმანით – „შხამს” აღნიშნავს.
* * *
9. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებული მთების სიმაღლეს, გრავიტაცია განსაზღვრავს.
* * *
10. დედამიწაზე სულ ორად ორი ისეთი სახელმწიფო არსებობს, სადაც განქორწინება კანონით არის აკრძალული. ეს ქვეყნებია – ვატიკანი და ფილიპინები. – (ავტორი გენია.ჯი)