იაპონია – „ეპიზოდი”

საყურადღებო ფაქტია ის, რომ – იაპონიაში, რომლის ტერიტორიაზეც მრავლად ფუნქციონირებს ატომური ელექტროსადგურები, რადიაციისაგან დაბინძურებულ გარემოში მუშაობას უმეტესწილად 70 წლის ასაკს გადაშორებული ადამიანები (მოხალისეები) ეწევიან. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი ქმედების უმთავრესი საფუძველია, ზრუნვა მომავალი თაობების წინაშე. „ამომავალი მზის ქვეყნის” შვილები, რომლებიც განთქმულნი არიან მომავალი თაობებისადმი განსაკუთრებული ზრუნვით, მაქსიმალურად ერიდებიან იმას, რომ „ქვეყნის ხვალინდელი დღე” დასნებოვდეს რადიაციისგან გამოწვეული დაავადებებით.

„რადიაციას 20-30 წელიწადი სჭირდება, ადამიანის ორგანიზმში კიბო რომ წარმოქმნას. მე კი, სულ რაღაც ათი-თხუთმეტიოდე წელიწადის სიცოცხლეღა თუ მაქვს დარჩენილი. ასე რომ, ჯერ კიდევ მოვასწრებ კარგი საქმის გაკეთებას საზოგადოების სასარგებლოდ”. – ასე განუცხადა 74 წლის ასაკში მყოფმა ერთ-ერთმა ხანდაზმულმა მოხალისემ, სახელად – იამადამ ცნობისმოყვარე უცხოელ ჟურნალისტს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>