უილიამ რენდოლფ ჰერსტი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მედიამაგნატი - უილიამ რენდოლფ ჰერსტი (1863-1951 წლები), მილიონერმა მამამ, თავის დროზე ჰარვარდის პრესტიჟულ უნივერსიტეტში მიავლინა სასწავლებლად. (ავტორი გენია.ჯი) მშობლებისაგან გაფეტიშებული და განებივრებული ახლაგაზრდა საკუთარ თავს ხშირად აძლევდა ძალიან ბევრის უფლებას. მისი უკიდურესი სითამამე არაერთხელ გადასულა თავხედობასა და უზრდელობაში, რის გამოც რამდენჯერმე განიხილა უნივერსიტეტის ადმინისტრაციულმა საბჭომ ურჩი და უხიაგი სტუდენტის გარიცხვის საკითხი. თუმცა, გავლენიანი და მდიდარი მამის წყალობით, რამდენიმე ხნის განმავლობაში მის გამოხდომებზე რექტორატს მაინც თვალის დახუჭვა უხდებოდა.
მოგვიანებით, ჰერსტმა მუშაობა დაიწყო ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ იუმორისტულ ჟურნალში – „პასკვილი”, სადაც ხშირად აცხობდა ცინიზმით შეჯერებულ იუმორისტულ სტატიებს. თავისუფალ დროს კი ჰერსტი, მეგობრებისა და საყვარელი ალიგატორის წრეში ატარებდა. მოდიოდა სწავლის სრული კურსის დახურვის ეტაპი. სწორედ აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება მის მიერ ჟურნალში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პასკვილების გამოცხობა ჰარვარდის უნივერსიტეტის ლექტორების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჰარვარდის პროფესორებს, რომლებიც უილიამს განსაკუთრებით სძულდა, მასხრად აგდების მიზნით, გრავიურებიანი ვერცხლის ღამის ქოთნები გაუგზავნა „საჩუქრად”.
მოგეხსენებათ, მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს… ამიტომაც დაითხოვეს ჰარვარდის უპრესტიჟულესი სასწავლებლიდან უცერემონიოდ მედიაკონგლომერატის – „Hears Corporation” მომავალი ფუძემდებელი. იმ დღეს, როდესაც უილიამს სასწავლებელი საბოლოოდ უნდა დაეტოვებინა, როგორღაც მოახერხა და, ჰარვადში ვირი შეაპარა. ეს უწყინარი ყროყინა ცხოველი ჰერსტმა თავის აუდიტორიაში მანამ შეიყვანა, სანამ იქ ლექციას მისთვის საძულველი ლექტორი დაიწყებოდა. აუდიტორიაში შეყვანილი ვირი ჰერსტმა ლექტორის სამუშაო მაგიდაზე მიაბა და იქვე, მაგიდაზე, მეტად მრავლისმეტყველი ჩანაწერიც დაუტოვა პედაგოგს: „ახლა თქვენ, უკვე, ორნი ხართ!”. – (ავტორი გენია.ჯი)