ზინოვი სვერდლოვი – „ეპიზოდი”
ვლადიმერ ლენინთან დაახლოვებული ებრაული წარმომავლობის მქონე ცნობილი რუსი ბოლშევიკის – იაკობ სვერდლოვის უფროსი ძმა და ცნობილი რუსი მწერლის – მაქსიმ გორკის შვილობილი - ზინოვი სვერდლოვი (1884-1966 წლები), საკუთარი ძმისგან და მამობილისგან – მაქსიმ გორკისგან განსხვავებით, ბოლშევიკების მიმართ უკიდურესი სიძულვილით იყო განმსჭვალული. (ავტორი გენია.ჯი) საფრანგეთის უცხოური ლეგიონის წევრმა ზინოვმა ვერდენთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლაში მარჯვენა ხელი დაკარგა. სწორედ მაშინ დაუმეგობრდა იგი ლეგენდარულ შარლ დე გოლს. ცნობილია, რომ ერთმანეთისადმი გულითადი მეგობრობა ორივე მათგანმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე შეინარჩუნა.
ცალხელა ზინოვი დე გოლმა დიპლომატიურ სამსახურში დაასაქმა. მოგვიანებით კი, საფრანგეთის არმიის ბრიგადის გენერლის ჩინიც უბოძა, რაც მანამდე არც ერთ უცხოელს არ ღირსებია.
მიუხედავად იმისა, რომ ზინოვი სვერდლოვი საფრანგეთის სამსახურში იყო ჩამდგარი, იგი მაინც დიდი გულისყურით აკვირდებოდა შორეულ სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს და უკმაყოფილებას გამოხატავდა იქ დამყარებული ბოლშევიკური რეჟიმის გამო. თავისი უკიდეგანოდ უარყოფითი დამოკიდებულება ბოლშევიკებისადმი, გაბრაზებულმა ზინოვმა გავლენიანი ბოლშევიკი ძმის მიმართ 1919 წელს გაგზავნილ წერილში ერთობ „ხატოვნად” ასახა:
„იაშკა, როდესაც ჩვენ მოსკოვს ავიღებთ, უპირველეს ყოვლისა, ლენინს ჩამოვახრჩობთ, მერე კი – შენ, იმის გამო, რაც დამართეთ რუსეთს!” – (ავტორი გენია.ჯი)
იაკობ სვერდლოვი