ოტია პაჭკორია წერდა…
„მე ვატარებ ჩემში ადამის პირველცოდვას, ყოველთვის ვატარებდი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე ყოველთვის მაღიზიანებს ვიღაცის მორალზე ან საქციელზე ლაპარაკი მათი, ვინც არაფერს აკეთებს. უმოქმედო კაცს ყოველთვის შეუძლია სხვისი აუგის თქმა, მას ამის საშუალებას მხოლოდ უმოქმედობა აძლევს”.
* * *
„ქალი ყოველთვის ფეტიშთა გარემოცვაში არსებობს; ქალისთვის ეს გარემოცვა ნივთთა და საგანთა ურღვევი ჰარმონიაა და თვითვე ჰქმნის მას – ნებით თუ უნებლიეთ, სხვისი მეშვეობით თუ დამოუკიდებლად”.
* * *
„ზოგიერთი მაშინ გადარჩა, როცა ბევრი დაიღუპა”.
* * *
„ერთი რამ მაოცებს, რაც უფრო ვუღრმავდები რაიმე პრობლემას, მით უფრო გაუგებარი და დაუფასებელი ვხდები ზოგიერთისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დრომ ბევრი წაშალა”.
* * *
„მხოლოდ კოლხეთში თუ იცის ასეთი უკუნი ღამე: ცაზე არაფერი ჩანს ერთადერთი მბჟუტავი ვარსკვლავის გარდა”.
* * *
„პროვინციალიზმი ისეთივე თანდაყოლილი თვისებაა, როგორც რაიმე ნიჭი…”
* * *
„მე მეშინია უწესრიგობის”.
* * *
„უცნაურია მეხსიერება…” – (ავტორი გენია.ჯი)