მურმან ლებანიძე – „დიდებულად – წვიმს! დიდებულად – თოვს!”

დიდებულად – წვიმს, დიდებულად – თოვს,

დიდებულად – ქრის ქარი – ქარაშოტი…

არ დაგცდეს საყვედური წვიმაზე, ქარზე -

არ თქვა წუთისოფლის აუგი არასოდეს!

* * *

საზიზღრად იწვიმებს, საზიზღრად ითოვებს,

საზიზღრად იქროლებს ქარი – ქარაშოტი, -

ჩვენ რომ დავიღლებით, ჩვენ რომ არ ვიქნებით

და სხვა რომ იქნება – მკერდზე ყაყაჩოთი!

კომენტარის დატოვება