იცით თუ არა, რომ?!
1. ინგლისის ცოლთმოძულე მეფე – ჰენრი VIII ტიუდორი სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს იმდენად გასუქდა, რომ მისი უდიდებულესობის წონამ – 177 კილოგრამს მიაღწია. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ტარაკანები მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში პირველად XVIII საუკუნეში გამოჩნდნენ. ისინი ზემოაღნიშნულ ქალაქებში გავრცელებული იქნენ ფრიდრიხის წინააღმდეგ მეომარი რუსი ჯარისკაცების მეშვეობით.
* * *
3. ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ადამიანი პლატინას ძვირფას ლითონად არ მიიჩნევდა, მას „არასწორ რკინად” მოიხსენიებდა და, უბრალოდ, თავიდან იშორებდა.
* * *
4. სახელგანთქმულ საბჭოთა მხედართმთავარს – გიორგი ჟუკოვს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, ჯარისკაცების სიცოცხლის გაუფრთხილებლობაში დასდეს ბრალი არაკეთილმოსურნეებმა და – „რუსი ხალხის ბრაკონიერი” უწოდეს.
* * *
5. ჟირაფს გაცილებით დიდ ხანს შეუძლია წყლის გარეშე გაძლება, ვიდრე აქლემს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. საქართველოზე შეყვარებული ცნობილი რუსი პოეტი ქალი – მარინა ცვეტაევა, ძალიან ცუდი მზარეული იყო, რასაც თავადაც გულწრფელად აღიარებდა.
* * *
7. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უკიდურესი სისასტიკით გამორჩეულ უშიშროების სამსახურს – „შტაზი”, ხალხმა მრავლისმეტყველი ზედსახელი შეურჩია – „წითელი გესტაპო”.
* * *
8. საფრანგეთის მეფე – ლუი XIII დე ბურბონი, თავისი სახელოვანი ვაჟისაგან, „მეფე-მზედ” წოდებული ლუი მეთოთხმეტესაგან განსხვავებით, იმდენად მოკრძალებული პიროვნება ყოფილა, რომ ახლობელთა წრეში „მორცხვი” შეარქვეს. აი, ისტორიაში კი, ლუი XIII დე ბურბონი – „სამართლიანი”-ს თიკუნით შევიდა.
* * *
9. სტატისტიკოსთა მტკიცებით, დედამიწაზე ყოველ წამიერად 4 ახალშობილი იბადება.
* * *
10. ეგზომ პოპულარული მეწამული ფერი სულ რაღაც ორი ქვეყნის ეროვნულ დროშაზეა გამოსახული. აღნიშნული ქვეყნებია – ნიკარაგუა და დომინიკა. – (ავტორი გენია.ჯი)