ჩინეთის იმპერატორთა ჰარემი – „ეპიზოდი”
ყოვლისშემძლე ჩინელ იმპერატორებს „მთავარი ცოლის” გარდა, ორი „სათადარიგო ცოლი” და სამოცდაათამდე ხარჭა გააჩნდათ პირად საკუთრებაში. (ავტორი გენია.ჯი) საერთო ჯამში, მბრძანებლის ჰარემში დავანებული მშვენიერი სქესის წარმომადგენლები, ხუთ რანგად იყოფოდნენ: ხუან-გუიფეი, გუიფეი, ფეი, ბინი და გუი-ჟენი.
იმპერატორის „მთავარ ცოლს” ასევე გააჩნდა სხვა ტიტულიც – „შუა სასახლის იმპერატრიცა”. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ მბრძანებლის რჩეულ ქალს საცხოვრებლად ეკავა საიმპერატორო სასახლის ყველაზე საუკეთესო, შუა ნაწილი. იმპერატორის ერთ „მეორეხარისხოვან ცოლს” სასახლის დასავლეთი ფლიგელი ეკავა, ხოლო მეორეს კი სასახლის აღმოსავლეთი ფლიგელი. შედეგად, ისინიც ატარებდნენ ტიტულებს – „დასავლეთის სასახლის იმპერატრიცა” და „აღმოსავლეთის სასახლის იმპერატრიცა”.
საიმპერატორო ჰარემი პერიოდულად ივსებოდა ახალ-ახალი ხარჭებით. იმისათვის კი, ჰარემი რომ „სათანადო კადრებით” შევსებულიყო, ჩინელი დიდებულები და უმაღლესი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკები წელიწადში ერთხელ ვალდებულები იყვნენ თავიანთი მშვენიერი გარეგნობის მქონე ქალიშვილები (12-დან 16-ეტ წლამდე) მიებარებინათ იქ… წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პოლიტიკური კარიერა, რაც განაპირობებდა სრულ ეკონომიკურ უზრუნველყობასაც, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდებოდა.
იმ შემთხვევაში, თუ ჰარემში დაბინავებული ხარჭა 20 წლის განმავლობაში ვერ შობდა შვილს, ანუ უნაყოფო იყო, მას ყოველგვარი პატივის გარეშე აძევებდნენ იმპერატორის ჰარემიდან. – (ავტორი გენია.ჯი)