“ბლუმენორდენი”

“ბლუმენორდენი” - გერმანულად “Blumenorden” (ყვავილის ორდენი).იგი გახლდათ გერმანული ლიტერატურული საზოგადოება,რომელიც ჩამოყალიბდა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში XVIII საუკუნეში და მიზნად ისახავდა “გერმანული ენის გამოსწორებას” (გადარჩენას),რომელმაც დიდად განიცადა დეფორმაცია,ისტორიაში ცნობილი,როგორც “ოცდაათწლიანი ომის” პერიოდში (1618-1648 წლებში).ამ საზოგადოების წევრებმა ფსევდონიმებად სხვადასხვა ყვავილების სახელები აიღეს და სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდება “ბლუმენორდენი”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებლად მიჩნეულია ნიურნბერგის საქალაქო საბჭოს წევრი – გეორგ ფილიპ ჰარსდიორფერი,ხოლო დაფუძნების ოფიციალურ თარიღად მიჩნეულია 1644 წელი.1647-1653 წლებში იგი აქვეყნებს უცნაური დასახელების მქონე წიგნს სახელწოდებით: “პოეტური ძაბრი,რომლის დახმარებითაც შესაძლოა 6 საათში დაეუფლო გერმანულ ხელოვნებასა და პოეზიას,ლათინურ ენასთან დაუკავშირებლად”. (ავტორი გენია.ჯი) “ბლუმენორდენი”-ს საზოგადოების წევრების თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა ნიურნბერგის აგლომერაციაში მყოფი პარკი “ირჰაინი”,ეს ადგილი გახლდათ ყველაზე პოპულარული ადგილი ამ საზოგადოების წევრებისათვის და აქვე წყვიტავდნენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს გერმანული ენის “გამოსწორებისა”.ორგანიზაციის წევრები კი გახლდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც იყვნენ: დიდი გერმანელი პოეტი და ფილოსოფოსი – ფრიდრიხ შილერი (1759-1805 წლები) და დიდი გერმანელი პოეტი კრისტოფ მარტინ ვილანდი (1733-1813 წლები).აღნიშნულმა ორგანიზაციამ კი უდიდესი როლი ითამაშა გერმანული ენის განვიტარებაში. (ავტორი გენია.ჯი)