ბურუნდუკი – „ეპიზოდი”
ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში გავრცელებული ციყვისებრთა ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი ძუძუმწოვარა ცხოველი – ბურუნდუკი, სხვა სახეობის ცხოველებისაგან მეტად საკვირველი თვისებით გამოირჩევა. (ავტორი გენია.ჯი) ტყის მასივების მოყვარული ბურუნდუკები, რომლებიაც ზამთარში ხანგრძლივ ძილს მიეცემიან ხოლმე, საკვები მარაგების შევსებას საკმაოდ დიდ დროს ანდომებენ. ყოველ მოპოვებულ ულუფას ისინი დიდი მონდომებით მარხავენ მიწაში, რათა შემდგომ „შავი დღისთვის” გამოიყენონ. თუმცა, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ბურუნდუკი ვერას დიდებით ვერ აგნებს მის მიერ „შავი დღისთვის” სპეციალურად გადამალულ სარჩოს. აღნიშნულ გარემოებასა და იმის შიშს რომ, მას უეჭველი შიმშილი მოელის, ბურუნდუკს უკიდურეს სასოწარკვეთილებაში აგდებს. იგი უმალვე იწყებს ისეთი ტოტის მოძებნას ტყეში, რომელზედაც შემდგომ, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, თავის ჩამოხრჩობა იქნება შესაძლებელი. სათანადო ტოტის აღმოჩენის შემდეგ სასოწარკვეთილი ბურუნდუკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
შედეგად, ბურუნდუკი ერთადერთი ცხოველია დედამიწაზე, რომელსაც ადამიანის მსგავსად, სუიციდის ჩადენის უნარი გააჩნია. – (ავტორი გენია.ჯი)