ანტონ ჩეხოვი – „ეპიზოდი”

გენიალურ რუს ლიტერატორზე - ანტონ ჩეხოვზე (1860-1904 წლები), მისი თანამედროვეები საუბრობდნენ, როგორც ერთგულ ქმარზე, ერთგულ მეგობარზე, ნიჭიერ დრამატურგზე, ინტელექტუალზე… ამბობდნენ იმასაც, რომ ჩეხოვი არ მოიხმარდა სპირტიან სასმელებს, არ უყვარდა ხალხმრავალი წვეულებები და არ იყო შემჩნეული სუსტი ნებისყოფის მქონე მანდილოსნებთან მანკიერ ურთიერთობებში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა არსებობს სხვა ისეთი არაოფიციალური და პიკანტური ცნობებიც მწერლის შესახებ, რომლებიც ფართოდ არ არიან აფიშირებულნი. ასე მაგალითად: საროსკიპოების სტუმარი ანტონი სულ რაღაც ცამეტიოდე წლის ასაკში გამხდარა პირველად. ეს თვისება ჩეხოვს არც მოსკოვში გადაბარგების შემდეგ მოუშლიაო, შენიშნავენ მწერლის ბიოგრაფები. თუმცა, უცილობლად უნდა შევნიშნოთ, რომ ზრდასრულ ასაკში შესული იმავე „მოტივებით” აღარ სტუმრობდა საროსკიპოებს, როგორც ადრეულ წლებში. მის უმთვარეს მიზანს ამ შემთხვევაში როსკიპი ქალების ყოველდღიური ცხოვრების აღწერა წარმოადგენდა თავისი მომავალი ნაწარმოებებისათვის.

გარეგნულად ანტონი მართლაც რომ სიმპატიური მამაკაცი ყოფილა, რის გამოც უამრავი საპირისპირო სქესის თაყვანისმცემელიც ჰყოლია. მას შემდეგ, რაც ჩეხოვის სახელი, როგორც დიდი ლიტერატორისა, საქვეყნოდ იქნა გაგდებული, მისი თაყვანისმცემელი მანდილოსნების რიცხვიც ერთიორად გაზრდილა. ამ დროისათვის ანტონი უკვე ავადობდა თურმე. შედეგად, იგი, ირგვლივ შემოჯარული ლამაზმანი თაყვანისმცემლების მიმართ გულგრილი იყო. თუმცა-კი, მიუხედავად ავადობისა, ანტონს იუმორის გრძნობა მაინც არ დაჰკარგვია და თავისი თაყვანისმცემლებისთვის, რომლებიაც გულდაგულ დასდევდნენ მას, ხუმრობით – „ანტონოვკები” შეურქმევია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>