ჟიულ ანრი პუანკარე – „ეპიზოდი”
ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მათემატიკოსად აღიარებული გენიალური ფრანგი მათემატიკოსი და სწავლული – ჟიულ ანრი პუანკარე (1854-1912 წლები), რიგი მიზეზების გამო, საშინლად სძულდა საბჭოთა ხელისუფლებას. მსოფლიო პროლეტარიატის „სახელოვანმა” ბელადმა – ვლადიმერ ლენინმა კი, მას სულაც „ტიპიური ბურჟუაზიული იდეალისტი” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც იყო პუანკარეს სახელი იშვიათად მოხსენიებული საბჭოთა სახელძღვანელოებში. თუმცა-კი, მისი დამსახურება იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი გახლდათ მათემატიკაში, ასტრონომიასა და სხვა მეცნიერებებში, რომ ფრანგი სწავლულის სახელის სრული იგნორირება მაინც ვერ მოახდინა ბოლშევიკურმა ცენზურამ.
გენიალური ფრანგი ფიზიკოსი ერთობ მოკრძალებული ბუნების კაცი იყო. მისი თანამედროვეები პუანკარეზე საუბრობდნენ, როგორც უკიდურესად კეთილშობილ, გონებამახვილ, ერუდიტ და ყოველგვარი დიდებისადმი გულგრილ ადამიანზე. იგი არ ეწეოდა თამბაქოს, არ ეტანებოდა სპირტიან სასმელებს და ხშირად უყვარდა სეირნობა ქალაქის ქუჩებში. გარდა ამისა, ეს სუსტი მხედველობის მქონე სწავლული სრულ გულგრილობას იჩენდა ნებისმიერი რელიგიის მიმართაც.
რეზიუმეს სახით ავღნიშნოთ ის, რომ მიუხედავად საბჭოთა ხელისფლების სიძულვილისა, „ტოპოლოგიის მამად” წოდებულ პუანკარეს კაცობრიობის საღად მოაზროვნე ნაწილმა სრულიად დამსახურებულად უწოდა – „უკანასკნელი უნივერსალი მათემატიკოსი”. – (ავტორი გენია.ჯი)