ჯორჯ ბაირონი – „ეპიზოდი”
1810 წლის 3 მაისს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე არსებული დარდანელის საყოველთაოდ ცნობილი სრუტე გენიალურმა ინგლისელმა რომანტიკოსმა პოეტმა – ჯორჯ გორდონ ბაირონმა ერთი (ევროპული) ნაპირიდან მეორე (აზიურ) ნაპირამდე შეუსვენებლივ გადასცურა. (ავტორი გენია.ჯი) შესაძლოა, მანამდეც ჰქონოდა ვინმეს გადანაცური დარდანელის სრუტე, თუმცა ასეთი ფაქტი ბაირონამდე, ვინაც ცნობისათვის, ცალი ფეხით დაკოჭლებული იყო, დოკუმენტურად დადასტურებული არ ყოფილა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ძველბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთ გმირს – ლეანდრეს, ვინაც სიყმაწვილეში, ლეგენდის თანახმად, ყოველ ღამით გადასცურავდა ხოლმე დარდანელს ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე, რათა თავისი შეყვარებული ქალი – ჰერო ეხილა.
„ამ მიღწევით იმაზე მეტად ვამაყობ, ვიდრე სხვა ნებისმიერი შედეგით, რისთვისაც კი ოდესმე მიმიღწევია ჩემს სიცოცხლეში – პოეზიაში, პოლიტიკასა თუ რიტორიკაშიო”. – გულწრფელად აღიარებდა ბაირონი. და, მართლაც რომ, დარდანელის სრუტის გადაცურვა უფრო დიდ მიღწევად მიაჩნდა ინგლისელ რომანტიკოს პოეტს, ვიდრე თავისი უკვდავი პოეზია და საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მონაწილეობა. – (ავტორი გენია.ჯი)