ხუან რუის დე ალარკონ-ი-მენდოსა

ხუან რუის დე ალარკონ-ი-მენდოსა - დაიბადა 1581 წელს მექსიკაში.იგი გახლდათ გამოჩენილი ესპანელი დრამატურგი და ავტორი 26 პიესისა.მისი ბიოგრაფიის შესახებ ცნობები ძალიან მწირია,რადგან მისივე თანამედროვეებისათვის იგი უცნობი დრამატურგი იყო.გარდაცვალების შემდეგ კი საერთოდ აღარ არსებობდა ცნობები მის შესახებ და შესაბამისად ხუანის შემოქმედებაც მივიწყებული გახლდათ ესპანეთში. (ავტორი გენია.ჯი) მენდოსა განეკუთვნება იმ ხელოვანთა რიგს,რომელთა შემოქმედებაც მხოლოდ საუკუნეების შემდეგ იქნა აღმოჩენილი სამშობლოში და სათანადოდ დაფასებული,ასე იყო ამ დრამატურგის შემთხვევაშიც,რომლის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის და ლიტერატურული სამყაროსათვის იგი ცნობილი მხოლოდ გარდაცვალებიდან ორი საუკუნის შემდეგ ხდება ცნობილი.იმ მცირე ბიოგრაფიიდან,რაც შემორჩა მის შესახებ,ცნობილია,რომ 1600 წელს მექსიკიდან ესპანეთში მიემგზავრება,სადაც ამთავრებს სალამანკას უნივერსიტეტს და მისი დასრულების შემდგომ 1604 წელს ბრუნდება მექსიკაში.იქ კი ადვოკატის პროფესიით მოღვაწეობდა ათი წლის მანძილზე.1614 წელს კი კვლავ ბრუნდება ესპანეთში და დაბრუნებიდან 11 წლის შემდეგ,1625 წელს იკავებს ერთ-ერთ პოსტს “ინდოეთის საქმეთა საბჭოში”.მის მიერ გამოქვეყნებული პიესები,შესაძლოა დაიყოს ხუთ ჯგუფად: კომედიურ-ინტრიგული,კომედიური,გმირული დრამა,ისტორიული ტრაგედია და კომედიურ-ფანტასტიკურ ჟანრებად.ლოპე დე ვეგას მტკიცებით,ასეთი ჟანრის პიესების შექმნა და გადამუშავება ესპანურ დრამატურგიაში,სწორედ მენდოსას მიეწერება.მის ყველაზე ცნობილ პიესად მიჩნეულია: “საეჭვო სიმართლე”,რომელმა პიესამაც შემდგომ საუკუნეებში დიდი გავლენა იქონია სხვა ქვეყნის დრამატურგებზე. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად დიდმა ფრანგმა დრამატურგმა – პიერ კორნელმა 1642 წელს დაწერილ ცნობილ პიესაში “მატყუარა”,სიუჟეტები სწორედ მენდოსას პიესებიდან აიღო და როგორც დიდი ფრანგი კომედიოგრაფი – ჟან ბატის პოკლენი,იგივე მოლიერი ირწმუნებოდა,რომ არა პიერ კორნელის პიესა “მატყუარა” (რომელიც აგებული იყო მენდოსას პიესების სიუჟეტებზე),ვერ შეიქმნებოდა ცნობილი კომედიური ჟანრის პიესა “მიზანთროპი”,რომელიც მოლიერმა 1666 წელს დაწერა.ისტორიულ-საგმირო პიესებში მენდოსა ნათლად გამოხატავდა მხარდაჭერას ბურჟუაზიული იდეოლოგიისა.ხუან რუის დე ალარკონ-ი-მენდოსა გარდაიცვალა 1639 წელს,მისი შემოქმედება კი კვლავაც აქტუალურ ხასიათს ატარებს მსოფლიო დრამატურგიაში. (ავტორი გენია.ჯი)