ონორე დე ბალზაკი – „ეპიზოდი”

ჭეშმარიტად უკიდეგანოდ შრომისმოყვარე მსოფლიო ლიტერატურის დიდ ფრანგ კლასიკოსს – ონორე დე ბალზაკს (1799-1850 წლები), ვინაც დღე-ღამის განმავლობაში 15 საათს უთმობდა მუშაობას, უამრავ ცხოვრებისეულ სიამეზე მოუხდა იძულებითი უარის თქმა. ვალები, ვალები და ისევ ვალები – აი, უმთავრესი მიზეზი, რის გამოც უხდებოდა ტიტან-ლიტერატორს ეგზომ არანორმალურ რეჟიმსა და ტემპში მუშაობა. შედეგად, წელიწადში ავტორი სამი ან ოთხი ლიტერატურული ნაწარმოების დაწერას ასწრებდა.

ნაყოფიერი და შრომატევადი მუშაობა ბალზაკს მასტიმულიზირებელი საშუალების მიღებასაც „აიძულებდა”. ამიტომაც სვამდა იგი ფართოდ გავრცელებული ვერსიით ყოველდღიურად ფანტასტიკური რაოდენობის – 50 ფინჯან ყავას. ონორეს ერთ-ერთი ბიოგრაფი – პიერ სიპრიო გვამცნობს, რომ მწერალი მხოლოდ მაშინ მიირთმევდა ყავას, როდესაც სამუშაო პროცესში იმყოფებოდაო. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფინჯანი, რომლითაც ბალზაკი ყავას სვამდა, „დემიტასი”-ს სახელწოდებით არის ცნობილი და ჩვეულებრივი ფინჯანისაგან მცირე ზომებით გამოირჩევა. მასში სულ რაღაც 60 – 90 მილიგრამი ყავა ეტევა.

1837 წელს ბალზაკმა „ყავამანიისაგან” თავის დაღწევა შეეცადა. შედეგად მან ყავა საუკეთესო ხარისხის თამბაქოთი ჩაანაცვლა. მწერლის მცდელობა კრახით დასრულდა. ყავის სმას დიდი ლიტერატორი მაინც ვერ გადაეჩვია. ის კი არა და, ხანდახან იგი ოპიუმსა და ღვინოსაც კი ეძალებოდა, თუმცა უმთვარეს სტიმულიზატორად მაინც ყავა დარჩა მისთვის. – (ავტორი გენია.ჯი)

დემიტასი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>