ჰენრიკ სენკევიჩი – „ეპიზოდი”
გენიალური ნობელიანტი პოლონელი მწერალი – ჰენრიკ ადამ ალექსანდერ პიუს სენკევიჩი (1846-1916 წლები), საერთო ჯამში, სამჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. საინტერესოა ის, რომ ლიტერატორის სამივე მეუღლე ერთი და იგივე სახელის – მარიას მატარებლები იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) პირველ ჯერზე სენკევიჩის რჩეული ქალი გახდა – მარია შეტკევიჩი, ვინაც ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ტუბერკულიოზს ემსხვერპლა. მარიას გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა… 1888 წელს სახელოვან პოლონელ მწერალს მისი შემოქმედების ერთ-ერთმა ინკოგნიტო თაყვანისმცემელმა, იმ პერიოდისათვის მართლაც რომ სოლიდური თანხა უსახსოვრა – 15 000 მანეთი. აღნიშნული თანხით ჰენრიკმა თავისი აწგარდაცვლილი მეუღლის სახელობის სტიპენდია დააარსა, რომელიც კულტურის იმ მუშაკებს გადაეცემოდათ, ვისაც მარიას მსგავსად, ტუბერკულოზის საშინელი სენი სტანჯავდა. ამბობენ, რომ სენკევიჩის მიერ დაარსებულმა ფონდმა დიდი დახმარება აღმოუჩინა ტუბერკულოზით დაავადებულ კულტურის მრავალ სასიქადულო მოღვაწესო. ამის დასტურად ასახელებენ გამოჩენილ პოლონელ მწერალ ქალს – მარია კონოპიცკაიას და პოეტებს – სტანისლავ ვისპიანსკისა და კაზიმერ პშერვა-ტეტმაიერს, რომელთაც ლიტერატორის მიერ დაარსებულმა ფონდმა დიდი ფინანსური დახმარება აღმოუჩინა ტუბერკულიოზის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში.
სენკევიჩს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი დარჩა: ვაჟი – ჰენრიკ-იოზეფი და ქალიშვილი – იადვიგა. მარია შეტკევიჩის გარდაცვალებიდან 9 წლის გასვლის შემდეგ, ჰენრიკმა მეორედაც გადაწყვიტა დაქორწინება. ამჯერად მისი რჩეული ქალი, 19 წლის ასაკში მყოფი ოდესელი ლამაზმანი – მარია რომანოვსკაია გახდა. ქორწინებამ წყვილს ბედნიერება ვერ მოუტანა, რის გამოც ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს. მესამედ და საბოლოოდ, ჰენრიკმა თავის ნათესავ ქალზე – მარია ბაბსკაიაზე იქორწინა. – (ავტორი გენია.ჯი)