ლუი ბუსენარი – „ეპიზოდი”

ათლეტური აღნაგობის მქონე სახელოვანი ფრანგი მწერალი – ლუი ბუსენარი (1847-1910 წლები), ვისი სიმაღლეც 1 მეტრსა და 92 სანტიმეტრს შეადგენდა, კარგი სამზარეულოსა და გემრიელი კერძების დიდი მოყვარული გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით ლიტერატორს მაინც შემწვარი კურდღლის დაგენმოვნება უყვარდა ჭიქა ღვინოსთან ერთად. სამეზობლოში ბუსენარს კეთილი, მოკრძალებული და უბრალო ადამიანის სახელი ჰქონდა გავარდნილი, რის გამოც ყველას უყვარდა. მიუხედავად პოპულარობისა, ლუის მაინც არ დაუთმია თავისი შესანიშნავი თვისებები. ამიტომაც არ ერიდებოდა და ხშირად სტუმრობდა სოფლისა თუ ქალაქის ღარიბულ დუქნებს. იქ კი, ეს სახელოვანი, თუმცა, უკიდურესად მოკრძალებული და უბრალო კაცი გლეხ ხალხთან ერთად თამბაქოს წევით, პურის ჭამითა და ჭიქა ღვინის სმით იქცევდა თავს.

მიღებული განათლება მწერალს საშუალებას აძლევდა, სოფლის ექიმად ემუშავა. იგი დიდი გულისხმიერებით აძლევდა კონსულტაციებს ავადმყოფებს და ფულის სანაცვლოდ, მხოლოდ მეგობრულ ხელის ჩამორთმევასა და ერთ ჭიქა ღვინოს სჯერდებოდა.

მისი საექიმო პრაქტიკიდან ერთი საინტერესო ფაქტიც არის ცნობილი: ერთ დღეს, ბუსენარის ღატაკ პაციენტს საჭირო წამალთა სახელწოდებების ჩამოსაწერად სახლში ქაღალდი არ აღმოაჩნდა. იგი არ აღმოაჩნდა არც მკურნალ ექიმს. ამის გამო, ლუიმ წამლის დასახელება ფიცარზე ცარცით დაწერა და ასე გააგზავნა იგი აფთიაქში.

27 წლიანი თანაცხოვრების შემდგომ მეუღლის გარდაცვალებამ ბუსენარზე გამანადგურებელი დარტყმა იქონია. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ლიტერატორი სანამ სიცოცხლეს შიმშილობის შედეგად თვითმკვლელობით დაასრულებდა, მანამდე მოასწრო და ყველა თავის ახლობელს გაუგზავნა – საკუთარი დაკრძალვის მოსაწვევი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>