„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ – მე დავხატე ადამიანები ისეთი, როგორიც სინამდვილეში არიან. ჩემი ტილო იყო ნამდვილი სარკე. შიგ ჩაიხედეს და მოსაკლავად გამომეკიდნენ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ობობა…
ეს პაწაწინა არსება კაცივით მიუსაფარი როდია.
მას თავის მიერ მოქსოვილი ბადე შველის. საკუთარი თავი გახლართა ამ ბადეში და ასე შეიგუა სამყარო. თავისი სამყოფი სივრცე მოიქსოვა”.
* * *
„ადამიანები ყოველთვის უნდა გრძნობდნენ, რომ შენ თანაუგრძნობ”.
* * *
„მოყვასისადმი პატივისცემა, თანაგრძნობა და სიყვარული იმ აგურებად უნდა იქცეს, რომლისგანაც სალოცავი შენდება. მაგრამ ვინ რაში მოიხმარა იგი, ღმერთმა უწყის, მოიხმარა და ახლა ხელცარიელი დგას ცასა და მიწას შუა”.
* * *
„არავის არ უნდა საკუთარი თავის დანახვა. ნუ დაანახვებ, ნუ ჩაახედებ სარკეში, თორემ იმ დღიდან მტრად შეგრაცხს. მასაც სძულს ის, რაც შენ გძულს მასში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხშირად ადამიანს იმდენი საზრუნავი აქვს, სიბერისთვისაც ვერ იცლის”.
* * *
„სოფელი იტყვის, ზოგი ქუდბედიანი იბადება ამ ქვეყანაზე, ზოგი კი ბედდამწვარიო”.
* * *
„ზედმეტად მგრძნოაბიარე ადამიანს ცხოვრება უჭირს ხოლმე”.
* * *
„განა ყველაფერი შეიძლება კაცს დააძალო?”
* * *
„ყველაფერი სიცარიელეს ეძებს, რათა თვითონ დაივანოს ამ სიცარიელეში. სიცარიელის პოვნასა და დაუფლებაში ერთმანეთს ეცილებიან ხილული თუ უხილავი ძალები. ასე ხდება სამყაროში, ასე ხდება ადამიანშიც”. – (ავტორი გენია.ჯი)