ჯორჯ ორუელი – „ეპიზოდი”
დიდი ინგლისელი მწერალი და პუბლიცისტი – ერიკ ართურ ბლერი (1903-1950 წლები), იგივე – ჯორჯ ორუელი, გაგიკვირდებათ და, – სოფლისმეურნეობაზე ფანატიკურად იყო შეყვარებული (შეიძლება თამამად ითქვას, რომ, იგი – აღმერთებდა კიდეც სოფლის მეურნეობასა და მებაღეობას). (ავტორი გენია.ჯი) მაროკოში, ლონდონის გარეუბანსა თუ ჯურის შოტლანდიურ კუნძულებზე ცხოვრების ჟამს, „ცხოველების ფერმის” ავტორი აქტიურად იყო დაკავებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით. ასეთ შემთხვევებში იგი მუდმივად აწარმოებდა დღიურს. მასში ხშირად არის შესაძლებელი ერთობ მოკლე ჩანაწერების ამოკითხვა. ასე მაგალითად: „11. 4. 1938. – ერთი ცალი კვერცხი”; „11. 5. 1938. – ერთი ცალი კვერცხი; „11. 6. 1938. – ორი ცალი კვერცხი”…
ჯორჯს საკუთარი ხელით მოჰყავდა ხილი და ბოსტნეული; ხშირად დადიოდა სათევზაოთ, იჭერდა კიბორჩხალებს; უყვარდა კურდღლებზე სანადიროდ სიარული. მას ღრმად სწამდა, რომ მზის ქვეშეთში ფიზიკურ შრომას ადამიანის გაკეთილშობილება შეეძლო.
1946 წლის ერთ-ერთი ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ორუელს საკუთარი ხელით დაუმზადებია მდოგვის კოვზი ირმის რქისაგან. ლიტერატორის დღიურში ვხვდებით ასეთი სახის ჩანაწერსაც: „დღეს მთელი ორი საათი გავატარე ჭაობში, რათა იქიდან ძროხა ამომეყვანა”. ორუელის დღიურის უკანასკნელ ჩანაწერში კი ვკითხულობთ: „ყველგან თეთრყვავილებია. რამდენიმე ტიტამაც გაიხარა. ერიზიმუმი კი ისევ ცდილობს აყვავილებას”. – (ავტორი გენია.ჯი)