„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ბრბო რეგვენია… მოგკლავენ, როგორც ეშმას და მერე… გიგლოვებენ, როგორც უცოდველს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი მშვენივრად გრძნობს თავს ნახევრად მართალ და ნახევრად ცრუ სამყაროში. რაც იცის, ხომ იცის და რაც არ იცის, იმაზე ტყუილებს თვითონვე თხზავს”.
* * *
„არავინ იცის, სად მთავრდება სიკეთე და სად იწყება ბოროტება: გუბეში გველმა ბაყაყი რომ დაიჭიროს, დარწმუნებული ვარ, ქვას აიღებთ და გველს ესვრით, მერე კმაყოფილებით გააგრძელებთ გზას, თითქოს კეთილი საქმე ჩაგედინოთ. გველს შიოდა და ბაყაყი დაიჭირა, მისთვის ის საკვები იყო და მეტი არაფერი. თქვენი ნასროლი ქვა ბაყაყისთვის სიკეთეა, გველისთვის კი ბოროტება”.
* * *
„ადამიანი ბუნებით გაუმაძღარია. თუ არ დაუშალე, ყველაფერს შთანთქავს. ეს არ არის შემდგომ შეძენილი თვისება. ის დედის საშოდან მოჰყვება. აბა დააკვირდი ჩვილი ბავშვის გაუმაძღრობას, დედის რძესაც რომ ვერ შეირგებს. თუ ძუძუ არ მოაშორე, მანამ არ მოეშვება, სანამ აქეთ არ ამოარწყევს”.
* * *
„სიმართლე პასიურია. ის მხოლოდ თავს იცავს და არასდროს გადადის შეტევაზე. მას ფარი გააჩნია, მახვილი კი არა. მარტო ფარის ამარა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან ჭირს ამ ქვეყნად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ უთხრათ სხვას ის, რაც თვითონ არ გჯერათ”.
* * *
„მართალია, არ შეიძლება მეოცნებე კაცი ბუნებით ცუდი იყოს, მაგრამ იგი ხომ მაინც ჰაერში გამოკიდებულივითაა”.
* * *
„როცა კაცი არაფერს არ ჰქმნი, ცხოვრების უბრალო მაყურებელი და თავშემაქცევარი ხარ, შენს თვალწინ ყველაფერი უფერულდება და მოსაბეზრებელი ხდება”.
* * *
„კაცი რომელიც სიმართლეს ამახინჯებს, მას არ შეიძლება მშვიდი ძილი ჰქონდეს”.
* * *
„იცით თუ არა თქვენ, ადამიანებს სიმართლე რომ არ უყვართ?” – (ავტორი გენია.ჯი)