გიორგი სიჭინავა წერდა…

„ძალა და უფლება პირველ რიგში იმისთვის სჭირდება ადამიანს, რომ განუკითხავი იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„წყალი რომ კეთილია, ამას დიდი მიხვედრა არ უნდა, რადგანაც ეს ადამიანებს მრავალგზის აქვთ დაცდილი, მაგრამ იგივე წყალი ბოროტიცაა… ცეცხლიც კეთილია, თუ მას სიკეთისათვის გამოიყენებ. წუთისოფელი ასე ყოფილა, ყველაფერი ნახევრადკეთილია”.

* * *

„რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, სოფელი ნდობით გიყურებდეს და ისე სჯეროდეს შენი, რომ პირველსავე დაძახებაზე დაუფიქრებლად მოგყვებოდეს. ბევრმა მართალმა კაცმა ვერ მიაღწია ამას”.

* * *

„მაძღარს ზოგჯერ შიშის გრძნობა ეკარგება და ყველაფრისადმი გულგრილი ხდება”.

* * *

„რა უნდა იყოს იმაზე დიდი უსამართლობა, რომ მგლის ცოდვა ადამიანს აჰკიდო?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„წყნარად მომავალ უბედურებას ხელს არავინ უშლის. ის კი არადა, მას ლომის პატარა ბოკვერივით ეთამაშებიან, შეიძლება ალერსიანადაც თავზე ხელი გადაუსვან, მაგრამ იმაზე არავინ ფიქრობს, ბოკვერი ოდესმე მძვინვარე ლომი რომ უნდა გახდეს”.

* * *

„ბოროტებამაც ისწავლა ღიმილი და ამით გაიადვილა გზა ადამიანებისაკენ”.

* * *

„ბუნებით ამაყს პატიება არ სიამოვნებს”.

* * *

„დამონებულებმა სასტიკი შურისძიება იციან”.

* * *

„ნამეტანი გულუხვობა – საშიშია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>