ჟილბერტ ჩესტერტონი – „ეპიზოდი”
„პარადოქსების პრინცად” წოდებული დიდი ინგლისელი მწერალი და მოაზროვნე – ჟილბერტ კიტ ჩესტერტონი (1874-1936 წლები), ვისი შემოქმედების თაყვანისმცემლებიც თავის დროზე გახლდნენ – სერ უინსტონ ჩერჩილი და რომის პაპი – პიუს XI, გარდა ჰერბერტ უელისა და ბერტრან რასელისა, თანამემამულე კოლეგასთან – ჯორჯ ბერნარდ შოუსთანაც მეგობრობდა. (ავტორი გენია.ჯი) ჩესტრეტონი სიმაღლითაც ჯაბნიდა ბერნარდ შოუს და წონითაც. ჟილბერტის სიმაღლე – 193 სანტიმეტრი, ხოლო წონა – 130 კილოგრამი იყო. მის ფონზე სუსტი და გამხდარი ბერნარდი მართლაც რომ ერთ გაფერმკრთალებულ და მილეულ ადამიანს წარმოადგენდა. სხეულის პროპორციების ეგზომი სხვაობის მიუხედავად, ორივე მათგანს მაინც გააჩნდა ერთი საერთო მსგავსება: განსაკუთრებული ენამახვილობა…
ერთ დღეს, ჩესტერტონსა და შოუს შორის შემდეგი სახის დიალოგი გაიმართა:
„ – თქვენი შემხედვარე, ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ – ინგლისი შიმშილობს”. – მიმართა ჟილბერტმა მეგობარს.
- სამაგიეროდ, თქვენი შემხედვარე იფიქრებს, რომ ამაში დამნაშავე თქვენა ხართ”. – გაეპასუხა შოუ. – (ავტორი გენია.ჯი)