ტომას მაინ რიდი – „ეპიზოდი”
შოტლანდიური წარმომავლობის მქონე დიდი ინგლისელი მწერალი – ტომას მაინ რიდი (1818-1883 წლები), ვინაც განსაკუთრებული შრომისმოყვარებით იყო ყოველთვის გამორჩეული, ლიტერატურული მოღვაწეობიდან ვერ იღებდა იმდენ შემოსავალს, რამდენიც ოჯახს თავის გასატანად ეყოფოდა. (ავტორი გენია.ჯი) მის მიერ დაწერილმა შესანიშნავმა წიგნებმა რიდის ოჯახის ეკონომიკური უზრუნველყოფა ვერას დიდებით ვერ მოახერხა, რის გამოც კვლავაც ძველებურად განაგრძობდა სიღარიბეში ცხოვრებას. სიბერეში შესულ ლიტერატორს ბრძოლაში მიღებულმა ჭრილობამ შეახსენა თავი, რის გამოც ყავარჯნების გარეშე გადაადგილდებას ვეღარ ახერხებდა. თუმცა-კი, უნდა შევნიშნოთ, რომ სწორედ აღნიშნულ ბრძოლაში მონაწილეობა და იქ მიღებული ჭრილობა იქცა შემოსავლის იმ ერთადერთ წყაროდ, რომლითაც მეუღლესთან განმარტოებით მაცხოვრებელი მაინ რიდი ირჩენდა თავს.
ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების პერიოდში, მწერალი მოხალისედ ჩაეწერა ამერიკულ არმიაში და აქტიური მონაწილეობაც მიიღო მექსიკელთა წინააღმდეგ გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში. ერთ-ერთ ბრძოლაში მიღებულმა ჭრილობამ მაინ რიდის სამხედრო კარიერა შეიწირა, თუმცა კი, სამხედრო სამსახური მან კაპიტნის რანგში დაასრულა.
ერთადერთი შემოსავლის წყარო, რომლითაც მხრცოვანი მაინ რიდის ღარიბი ოჯახი გადიოდა ფონს ესოდენ დუხჭირ ცხოვრებაში, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ „უცხოელი” მწერლისათვის დანიშნული – პენსია გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)