სემიუელ ჯონსონი – „ეპიზოდი”
აღორძინების ეპოქაში მოღვაწე გამოჩენილ ინგლისელ პოეტსა და ლექსიკოგრაფს - სემიუელ ჯონსონს (1709-1784 წლები), ისევე როგორც სხვა მრავალ ცნობილ ადამიანს, ერთი უჩვეულო თვისება ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) სახელოვანი შოტლანდიელი მწერალი და სემიუელის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი – ჯეიმზ ბოსიუელი ირწმუნებოდა, რომ ჯონსონს ჩვევად ჰქონდა გადაქცეული თითოეული თავისი ნაბიჯის სრული სიზუსტით – დათვლა. ცნობილია ისიც, რომ ინგლისელი ლიტერატორი საგულდაგულოდ ითვლიდა კიბეების საფეხურებსაც.
მას სჩვეოდა ხოლმე, მოულოდნელი შეჩერება სიარულის დროს. ასეთ შემთხვევაში ჯონსონი მცირეოდენი ხნით ჩაფიქრდებოდა… შემდგომ კი, თავისი ნაბიჯების სიზუსტეში დაეჭვებული, უკანვე უბრუნდებოდა იმ ადგილს, საიდანაც ნაბიჯების სათვალავი აერია და ხელთავიდან იწყებდა უკვე გავლილი გზის გავლას ნაბიჯების თვლასთან ერთად.
მედიკოსთა მტკიცებით, სემიუელისათვის უცილობელ „რიტუალად” ქცეული ეს უცნაური თვისება, ნევროზის დამსახურება გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)