მურმან ლებანიძე – „ოჯახის ქალმა დასტოვა ქმარი”

ოჯახის ქალმა დასტოვა ქმარი -

ბროლი, საპფირი, ვერცხლის ვაზები;

მოწყენილ წარსულს ახალა კარი

და მიიყუდა ცეცხლის თასები.

* * *

ქალაქში დადის კივილი რისხვის

და მითქმა-მოთქმის ქრიან ქორები,

ოჰ, მარადია ყივილი სისხლის

და წყლის ნაყვაა ახლა ჭორები!

კომენტარის დატოვება