„დამაკვირდი”
„ვინ მოთვლის, რამდენი უხეში, მოუქნელი და გამოუთლელი მუტრუკი გამოუგდია სატანტალოდ მამაზეციერს ამ სოფელ-ქვეყანაში”. – ვაჟა ჩორდელი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის ქონებას და ღირსებას ნამდვილი ფასი მხოლოდ მაშინ ედება, როცა სხვებიც გაიგებენ, რა გაგაჩნია, ან თვითონ რას წარმოადგენ”. – რამაზ კობიძე
* * *
„უფულო კაცს არც ძალა აქვს და არც უფლება”. – გიორგი სიჭინავა
* * *
„უსიყვარულოდ ძნელია შეეგუო, დაითმინო, გაუძლო”.
* * *
„როცა არავინ გყავს ცხოვრებაში, ძალზე რთულია, ყველა წინააღმდეგობა შენვე, მარტომ გადალახო”. – ნოდარ მოდებაძე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ნეტავ ვიცოდე, წმინდანებმა გამოიგონეს ღმერთი, თუ ცოდვილებმა?” – გიორგი სიჭინავა
* * *
„რას არ გაიფიქრებს კაცი კაცზე” . – ვაჟა ჩორდელი
* * *
„თავაზიანობა კარგი საქმეა, მაგრამ ნამეტანი არაფერი ვარგა”. – რამაზ კობიძე
* * *
„ადამიანის გონმა არ უნდა გაყინოს ადამიანის გული”. – გიორგი სიჭინავა
* * *
„როცა იცი, პატრონი არ გყავს, რა საჭიროა თავი გამოიდო იმისთვის, რაც შენთვის მიუწვდომელია. კიდევ მეტი, ძნელად მისაღწევია ისიც, რაც გეკუთვნის, რისი ღირსიცა ხარ!” – ნოდარ მოდებაძე – (ავტორი გენია.ჯი)