დიდიე დიდრო – „ეპიზოდი”

დიდი ფრანგი მწერლისა და ენციკლოპედისტის – დენი დიდროს მშობელი მამა - დიდიე დიდრო (1685-1759 წლები), სამედიცინო (ქირურგიული) ხელსაწყოების დამზადების ოსტატი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მის მიერ დამზადებული სამედიცინო ხელსაწყოები (განსაკუთრებით კი – ლანცეტები) დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა იმ პერიოდში, რაც თავის მხრივ, დიდიეს სახელოსნოს მუდმივი მუშტრით უზრუნველყოფდა. მოგეხსენებათ, ბევრი მუშტარი – ბევრი შემოსავლის წყაროც გახლავთ. შედეგად, ოსტატის ოჯახი ფინანსურ სიძნელეებს თითქმის არასდროს არ განიცდიდა.

ის კი არადა, გარდა მრავალრიცხოვანი მუშტრისა, ამ შრომისმოყვარე და კეთილშობილი კაცის სახელოსნოს გამუდმებით სტუმრობდა მრავალრიცხოვანი უქონელ-უპოვარი ხალხიც. ხალხი, ვისაც დიდიე არასოდეს, არასოდეს არ ეუბნებოდა უარს დახმარების აღმოჩენაზე. ყოველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, იგი ხვდებოდა მათ და თითოეულ მათგანს მზრუნველობდა. და, რადგანაც ყველას უზრუნველყოფდა შეძლებისდაგვარად, დიდიე დიდროს მადლიერმა ხალმა შესაფერისი თიკუნიც შეურჩია – „უზრუნველმყოფი”. – (ავტორი გენია.ჯი)

დენი დიდრო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>