რუდოლფ რიმელი – „ეპიზოდი”
სამწუხაროდ, ჩვენი თანამოძმეთა გარკვეული ნაწილი, რიგი პრობლემების გამოისობით ისეთ სასოწარკვეთას მიეცემა ხოლმე, რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც კი ასრულებს. იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც თავის დროზე სხვადასხვა მიზეზების გამო მოისწრაფეს სიცოცხლე, უამრავი სახელოვანი ადამიანიც იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთ იმათგანს, ვინაც სუიციდით გამოეთხოვა წუთისოფელს, ცნობილი ესტონელი ლიტერატორი და პუბლიცისტი – რუდოლფ რიმელიც წარმოადგენდა.
აღნიშნულ შემთხვევაში განსაკუთრებული გაკვირვება გამოიწვია მოტივმა, რის გამოც რუდოლფმა ყველა ადამიანისათვის უძვირფასესი რამ – სიცოცხლე დათმო. 2003 წლის 6 სექტემბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში განთავსებული მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა რუდოლფ რიმელმა. პროტესტის ასეთი უკიდურესი ფორმით, გაგიკვირდებათ და, მან ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანება დაგმო.
საკვირველია ისიც, რომ ასეთი სახის პროტესტი ევროკავშირის წინააღმდეგ გამოხატული იქნა იმ ადამიანის მიერ, ვისაც წინაპართა დიდი ნაწილი ბოლშევიკებმა დაუხვრიტეს 1937 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)