ფრიდრიხ ავგუსტ I – „ეპიზოდი”
საქსონიის მეფე ვეტინთა დინასტიიდან – ფრიდრიხ ავგუსტ I (1750-1827 წლები), იმ პერიოდის ევროპაში ახლად გავრცელებულმა ფაიფურის ჭურჭელმა აღფრთოვანებაში მოიყვანა. შედეგად, მისი უშუალო ინიციატივით საქსონიაში ფუნქციონირება დაიწყო ფაიფურის ქარხანამ, რომლის მიმართაც ფრიდრიხი განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას იჩენდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, ახლადგახსნილი ფაიფურის ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია არ იყო ისეთი მაღალი ხარისხის, როგორიც საჭიროებას წარმოადგენდა. ამიტომ დაწესებულების მიმართ გახშირებული იქნა კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმა. ყველაზე მეტად კი, საქსონიის მეფის მიერ დაარსებული ფაიფურის ქარხნის კრიტიკას ფაიფურის წარმოების ერთ-ერთი ადგილობრივი სპეციალისტი, თავისი პირდაპირობით ცნობილი, ვინმე – ფონ ჩირნჰაუზი ეწეოდა. ამ ინფორმაციამ საქსონელი მონარქის ყურამდეც მიაღწია. განაწყენებულმა მონარქმა ფონ ჩირნჰაუზს სამეფო სასახლეში უხმო აუდიენციაზე:
„ – ფონ ჩირნჰაუზზ, როგორც ვატყობ, თქვენ ძალიან ბევრი იცით”. - ირონიულად მიმართა ფრიდრიხმა სტუმარს.
- ეს, თქვენ გეჩვენებათ ასე, თქვენო უდიდებულესობავ! იმიტომ რომ, თავად ძალიან ცოტა იცით”. – არანაკლები ირონია ჩააქსოვა თავისი პირდაპირობით ცნობილმა ოსტატმა პასუხში. – (ავტორი გენია.ჯი)