ჯორჯ გორდონ ბაირონი – „ეპიზოდი”
ვის და რას აღარ ამსგავსებდნენ ინგლისელები, ფრანგები, იტალიელები, ესპანელები, გერმანელები და სხვა ხალხები გენიალურ ინგლისელ რომანტიკოს პოეტს – ჯორჯ გორდონ ბაირონს: გოეთეს, იუნგს, სატანის მიერ განათებულ ალებასტრის ლარნაკს… უილიამ შექსპირს, ნაპოლეონს, ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს, არლეკინს, პიეროს, ფანტასმაგორიას… ჰენრი მერვეს, შენიეს, მირაბოს, მიქელანჯელოს, რაფაელს, დიოგენესა და ჩაილდ ჰაროლდსაც კი. ყველაზე მეტად, ბაირონს მაინც დიდ ფრანგ მოაზროვენს – ჟან-ჟაკ რუსოს ამსგავსებდნენ.
ყოველივე ეს, ინგლისელ რომანტიკოს პოეტს ძალიან აღიზიანებდა. ერთხელ, როდესაც იგი კვლავაც შეადარეს რუსოს, გაღიზიანებულმა სრული გულწრფელობით წარმოთქვა: „ – დიახ, რუსო მართლაც რომ დიდი ადამიანი იყო, და, თუ ეს შედარება სამართლიანია, მაშინ მე უცილობლად უნდა ვამაყობდე ამით. თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ არ მიყვარს ცრუ და ილუზიური აზრებით საკუთარი თავის ნუგეშისცემა”. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან-ჟაკ რუსო