„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ზოგჯერ ბედი შიგ გულში დაგიტრიალებს დანას და თუ გადარჩი, წამოდექი და გასწი. საყვედური ნუ წამოგცდება. პირიქით, ღმერთს მადლობა უთხარი, რომ წამოდგომის უნარი მოგცა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არიან ადამიანები, მევალეების გარდა არავის რომ არ ახსოვან”.
* * *
„ღმერთი არ გაგიწყრეს და არ გაბოროტდე. ბოროტი კაცი ყველაფერს ებრძვის”.
* * *
„მაინც რა უცნაურია ადამიანის ბედი. რამდენიც არ უნდა ეცადოს, სასაფლაოსაკენ მიმავალ გზას ვერაფრით ვერ აიცდენს. იყო კაცი და აღარ არის…”.
* * *
„შველა ყველას უნდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სოფლის გარდა კიდევ არის ერთი არანაკლებ მკაცრი და ულმობელი მსაჯული – ადამიანის შინაგანი გულისხმა”.
* * *
„რაკი ერთხელ შეიძლებ ჭეშმარიტების ღალატს, მერმე უფრო გაგიადვილდება სიმართლის მსგავსი სიცრუის ჩადენა”.
* * *
„ღმერთსა და ბუნებრივ ძალებს რას გაუგებს კაცის მოკლე ჭკუა და ისინიც გზააბნეული, წუთისოფლის გამოცანებში ვერჩამწვდარი, ბრმასავით აწყდებიან ცხოვრების ქარტეხილებს”.
* * *
„გულბოროტნი ამავე დროს მშიშრებიც არიან”.
* * *
„ადამიანის შესაძლებლობა განუსაზღვრელია. თუ იცი, რომ სხვა გზა არა გაქვს და შეუძლებელი უნდა შეძლო, ოღონდ უკან დასახევი არ უნდა გქონდეს და შეძლებ. რამდენად კაცის მოდგმა წელგაურეცხავი ზარმაცია, ნებიერია და ცუღლუტი, იმდენად ძლიერი და ყოვლისმქმნელია”. – (ავტორი გენია.ჯი)